მადრიდის რეალის თავკაცი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად დაბრუნდება მილანის ინტერში.
როგორც ვიცით, პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა ორი სეზონი დაჰყო "ნერიაძურიში" და მოიგო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა.
შემდეგ მოუმ მადრიდს მიაშურა და ჯერჯერობით სწორედ რეალის თავკაცად რჩება. ჟურნალისტები მთელი სეზონის მანძილზე ჭორაობენ თუ რას იზავს ჟოზე სეზონის ბოლოს, დარჩება თუ არა "ბლანკოსში", მიიღებს თუ არა სიტის შემოთავაზებას ან დაბრუნდება თუ არა ინტერში.
ყველაფერზე თავად მოურინიომ ისაუბრა, რომლის გულში ინტერს კვლავ დიდი ადგილი უჭირავს:
"ინტერი ძალიან მიყვარს, ეს არის ჩემი სახლი, რომელშიც მე აუცილებლად დავბრუნდები ადრე თუ გვიან. ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს, რადგანაც კიდევ ორ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს რეალთან."
"10 სეზონის მანძილზე ვერავინ მოახერხა იმდენი ტიტულის მოგება, რამდენიც მე შევძელი. ამის მიუხედავად ხალხი ჩემზე ბევრ ცუდს ლაპარაკობს, ალბათ ეს უბრალოდ შურია."
"სამწვრთნელო კარიერაში ძალიან ბევრს მივაღწიე, თუმცა მე კიდევ სამი აუხდენელი ოცნება მაქვს : 1. მინდა გავხდე პირველი სპეციალისტი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მოგებას სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად შეძლებს. 2. მინდა გავხდე მსოფლიოს სამივე უძლიერესი ჩემპიონატის ტრიუმფატორი (ინგლისი,იტალია, ესპანეთი). 3.მივაღწიო წარმატებას პორტუგალიის ნაკრებთან ერთად.
|