საფეხბურთო კლუბ "ანჟის" მფლობელიო მილიარდერი სულეიმან ქერიმოვი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს ახალი მოთამაშეების შესაძენად 300 მილიონ ევროს გამოუყოფს.
დაღესტნის გუნდის დირექტორმა რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ "ყველა ფეხბურთელს "ანჟიში" თამაში სურს". ბრაზილიელმა ასეთი სწრაფვის მიზეზიც ახსნა: "მათ ესმით, რომ ამ კლუბში დიდი ფულის შოვნა შეიძლება".
შეგახსენებთ, რომ "ანჟის" სათავეში ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი უდგას, რომელიც ექსპერტების მონაცემებით, მსოფლიოს ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის სიაშია. ჰიდინკი მახაჩყალაში წელიწადში 8.6 მილიონ ევროს იღებს.
ამას გარდა, მახაჩყალაში კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო გამოდის, რომლის ხელფასი არაოფიციალური ცნობებით, წელიწადში 20 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად ასეთი შესაძლებლობებისა, რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში "ანჟი" 59 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. ტურნირს "ზენიტი" ლიდერობს 74 ქულით.
|