ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დუელში "ბენფიკას” დამარცხების შემდეგ, "ჩელსის” "ბარსელონა” ერგო მეტოქედ. ამის შესახებ კომენტარი "არისტოკრატთა” ერთ-ერთმა ლიდერმა ფრენკ ლამპარდმა გააკეთა. "რთული თამაში იყო. "ბენფიკას” კარგი, მებრძოლი გუნდი ჰყავს და ბოლო წუთებამდე იბრძოლეს კიდეც, თუმცა უძლიერესმა გაიმარჯვა. მეტოქედ "ბარსა” შეგვხვდა. რა თქმა უნდა, ეს გუნდი ლიგის ნახევარფინალში საჩუქარი ნამდვილად არავისთვის არაა, მაგრამ ჩვენ მისი დამარცხება შეგვიძლია. "ბარსა” მსოფლიოში უძლიერესი კლუბია, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. გავალთ მინდორზე და საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ”- ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Goal.com-ი.
|