ლონდონის "ჩელსის” კოტ დ’ივუარელ თავდამსხმელს, სალომონ კალუს სჯერა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას” დამარცხებას მოახერხებს. "ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ და "ბარსასთან” გასამართი მატჩებისთვის მომზადების გარდა არაფერი დაგვრჩენია. ძლიერი მეტოქე შეგხვდა, მაგრამ ეს ფლეი ოფია და შანსი გვაქვს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2 წლის წინათ, ჟოზე მოურინიმ, "ინტერთან” ერთად, "ბარსელონა” დააჩოქა. რაც შეეხება კატალონიელებთან ჩვენს შეხვედრებს – ბოლო თამაშში ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. დღესაც მახსოვს ბოლო წუთებზე ინიესტას მიერ გატანილი გოლი, რომელმაც ნახევარფინალიდან გამოგვაგდო”