შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » გვარდიოლა იბრაჰიმოვიჩს – “პენალტი სამართლიანად დაინიშნა”
19:27
გვარდიოლა იბრაჰიმოვიჩს – “პენალტი სამართლიანად დაინიშნა”
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩის შემდეგ, "კამპ ნოუზე” დამარცხებული "მილანის” ლიდერმა, ზლატან იბრაჰომოვიჩმა მსაჯი შეფარვით გააკრიტიკა, რაზეც "ბარსას” დამრიგებლის, პეპ გვარდიოლას პასუხმა არ დააყოვნა.
თამაშის შემდეგ, ზლატანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "ახლა მე კარგად მესმის მოურინიოსი, როდესაც ის ბარსელონაში ჩამოდის ხოლმე სათამაშოდ”. ეჭვგარეშეა, რომ ამ სიტყვებით, იბრამ შეფარვით გააკეთა ის, რასაც "კამპ ნოუზე” სტუმრობის შემდეგ, მოურინიო არცთუ იშვიათად აკეთებს ხოლმე – მან მსაჯი გააკრიტიკა.
ყოფილი შეგირდის განცხადებას გამოეხმაურა ხოსეპ გვარდიოლა: "ბატონ იბრაჰიმოვიჩს შეუძლია ის თქვას, რაც მოუნდება. ამ სიტყვებით, იგი ურთიერთობას ალაგებს მოურინიოსთან, მაგრამ მისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ საკუთარ შესაძლებლობებს მოედანზე აჩვენებდა. მე-2 თერთმეტმეტრიანი სამართლიანად დაინიშნა.
თუ ბატონი იბრაჰიმოვიჩი ან მოურინიო თვლიან, რომ ჩვენ ნახევარფინალში გასვლას არ ვიმსახურებდით და ამას მხოლოდ მსაჯის დახმარებით მივაღწიეთ, მაშინ მე მათ ვუპასუხებ, რომ "ბარსა” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. ეს რაღაცას ნიშნავს” – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.
კატეგორია: football | ნანახია: 690 | დაამატა: lamparda | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  აპრილი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 3
    სტუმარი: 3
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz