"ეს ერთ-ერთი ეტაპია ჩემი განვითარებისთვის. როგორც ჩანს, რაღაცას ვაკლებ. თუ "დინამოს” ეშველება, დღესვე მზად ვარ დავთმო სკამი. მასზე მიწებებული არ ვარ და ნამდვილად არ ვაპირებ ასეთ დარცხვენილ როლში ყოფნას. მიზეზი არის ჩემში. დაველაპარაკები კლუბის პრეზიდენტს და შეიტყობთ, რა და როგორ იქნება”, – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "დინამო” თავკაცმა გიორგი დევდარიანმა. როდესაც "მსოფლიო სპორტმა” დევდარიანს თხოვა, დაეკონკრეტებინა, იყო თუ არა ეს, განცხადება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ, ასეთი პასუხი მიიღო: "ეს გადადგომის თაობაზე განცხადება არ არის. იმ პრინციპებიდან, რომლითაც ვხელმძღვანელობ, ერთ-ერთია, რომ თავი არასოდეს ვიმართლო. ვცდილობ, თავის მართლების რეჟიმში არ ვიყო. ჩემთვის მთავარია ქართული ფეხბურთის და "დინამოს” წარმატება. თავს ძალიან შერცხვენილად და დამცირებულად ვგრძნობ. რაც ჩავიბარე ეს მემკვიდრეობა, დღე და ღამე მაქვს გასწორებული მუშაობაში, თუმცა, ამ მოცემულობაში პრობლემებია...” დევდარიანის მდგომარეობა გასაგებია, მითუმეტეს "კოლხეთთან” მატჩის შემდეგ. გუნდმა პლეი ოფში ვერცერთი მატჩი მოიგო, ხოლო ახალი მწვრთნელის მისვლის შემდეგ, "დინამომ” ფოთელებთან ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა. ამავდროულად, დასაფასებელია მისი მხრიდან ასეთი სიტყვები – საქართველოში ხომ, უმრავლეს შემთხვევაში, სკამს ორი ხელით ებღაუჭებიან და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ბევრს არ შეუძლია... "დინამომ” მართლაც ძალიან უფერულად ითამაშა და კოლხებს რომ 3 ქულა წაეღოთ, არც ამაში იქნებოდა რაიმე გასაკვირი. თუნდაც ის რად ღირს, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და თბილისელები პირველად, რეალურად, მეტოქის კარს 75-ე წუთზე დაემუქრნენ. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ფოთელები მოედანზე რაიმე განსაკუთრებულს ქმნიდნენ და შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ, უბრალოდ, "დინამო” ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. პირველ ტაიმში, ორჯერ ბრაზილიელმა რობერტინიომ შეუტია ფოთელთა კარს, მაგრამ ორივე შემთხვევაში დამამთავრებელ ფაზაში არაზუსტად გაისარჯა. "კოლხეთმა” მეტ-ნაკლებად ნორმალური იერიში ტაიმის შუაწელში განავითარა და პავლე დათუნაიშვილის თავურის შემდეგ, გიორგი ლორიას ბურთის ხელებში დაჭერა არ გაჭირვებია. მე-2 ტაიმი "დინამოსთვის” არასასურველი სცენარით დაიწყო. 47-ე წუთზე, ლაშა გვალიამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და ლორიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში, ლორია პარტნიორისთვის პასის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ შეცდა და ბურთი ბექა ტუღუშს მოარტყა, თუმცა, სტუმართა ფორვარდმა, საბოლოოდ, თბილისელთა მეკარის შეცდომით ვერ იხეირა. 57-ე წუთზე, მარცხენა ფრთიდან, დათუნაიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, "დინამოს” კარის წინ, ლორიამ და ოთარ ხიზანეიშვილმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, რითაც ომარ გოგონაიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა – 1:0. ერთი აღსანიშნავი ფაქტი - 8-წლიანი შესვენების შემდეგ, "დინამოს” შემადგენლობაში ეროვნულ ჩემპიონატში პირველი თამაში ჩაატარა ოთარ ხიზანეიშვილმა. 74-ე წუთზე, ხიზანეიშვილი თამაშგარე მდგომარეობის შექმნისას შეცდა, ხოლო მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან დავით ციცხვაიას დარტყმული ბურთი მიზანს დიდი მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ჯაბა ჯიღაური მარჯვნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ასისტენტობა ირაკლი ძარიას გაუწია, რომელმაც ახლო მანძილიდან არდალიონ მიქაბერიძეს ვერ აჯობა. ეს "დინამოს” მიერ შექმნილი პირველი სახიფათო მომენტი იყო. 78-ე წუთზე, ფოთელთა შეტევისას, საჯარიმოს გარეთ გამოსულმა ლორიამ ბურთი ცუდად მოიგერია, მაგრამ გვალიამ საშუალო მანძილიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. 84-ე წუთზე, მარჯვნიდან რობერტინიოს პასის შემდეგ, "კოლხეთის” საჯარიმოში მყოფმა ჯიღაურმა თავით აუღებლად დაარტყა – 1:1. 87-ე წუთზე, რობერტინიომ მარჯვნიდან სტუმართა საჯარიმოში კიდევ ერთი პასი გააკეთა - ფოთელმა მცველმა ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო ძარიამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში იაგუე გაშლილი ფეხებით ჩაუხტა კარიდან გამოსულ მიქაბერიძეს და მცირე ტრავმაც მიაყენა. თანაგუნდელს ვაჟა ლომაშვილი გამოექომაგა და მცირე საქმის "გარჩევის” მერე, მან მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო. პრესკონფერენციაზე დევდარიანი ნათქვამი უკვე გაგაცანით, ხოლო "კოლხეთის” თავკაცმა დავით მახარაძემ შემდეგი განაცხადა: "ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გვექნებოდა. ჩვენთვის შედეგი მისაღებია, მაგრამ მოგებაც შეგვეძლო”. დინამო (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 1:1 (0:0) 2 აპრილი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა”. დინამო: ლორია, ტვილდიანი (იაგუე, 61), ხიზანეშვილი, თომაშვილი, კვეკვესკირი, რეხვიაშვილი, ანდრეუ (ჯიღაური, 57), კოტო (ოდიკაძე, 33), ძარია, გოგუა, რობერტინიო. მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი კოლხეთი: მიქაბერიძე, ფოფხაძე, ბოიომო, ლომაშვილი, გაბუნია, გოგონაია, ქებაძე, გვალია, პავლე დათუნაიშვილი (ცხადაია, 86), პავლიაშვილი (გიორგი კილასონია, 82), ტუღუში (ციცხვაია, 70). მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე გოლები: 1:0 გოგონაია (57), 1:1 ჯიღაური (84) გაფრთხილება: ტვილდიანი (29), გოგუა (77), ლომაშვილი (90+2) მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი პლეი აუტი, V ტური 2 აპრილი გაგრა - მერცხალი 0:0 სიონი - სპარტაკი 1:1 (0:0) ჩიხურა - ვიტ ჯორჯია 2:0 (2:0) დინამო (ბთ) - გურია 1:3 (0:1) 1 ჩიხურა 5 3 1 1 7-4 10 2 ვიტ ჯორჯია 5 3 1 1 4-2 10 3 გურია 5 2 2 1 10-9 8 4 სპარტაკი 5 2 2 1 6-5 8 5 გაგრა 5 1 3 1 5-4 6 6 სიონი 5 1 2 2 7-7 5 7 დინამო (ბთ) 5 1 2 2 3-6 5 8 მერცხალი 5 0 1 4 1-6 1
• 2 წრის შემდეგ, I-IV ადგილზე გასული გუნდები უმაღლეს ლიგის საგზურს მოიპოვებენ, დანარჩენები კი XXIV ეროვნულ ჩემპიონატში პირველ ლიგაში იასპარეზებენ. პლეი ოფი, V ტური 2 აპრილი მეტალურგი - ტორპედო 2:1 (1:0) ბაია - ზესტაფონი 1:1 (1:1) დილა - მერანი 4:2 (1:0) დინამო (თბ) - კოლხეთი 1:1 (0:0) 1 ზესტაფონი 19 11 6 2 32-15 39 2 მეტალურგი 19 11 2 6 28-22 35 3 დინამო 19 7 7 5 32-25 28 4 ტორპედო 18 7 5 6 19-16 26 5 დილა 19 5 6 8 21-21 21 6 ბაია 19 5 6 8 16-24 21 7 კოლხეთი 19 4 8 7 12-22 20 8 მერანი 18 4 2 12 17-32 14
შენიშვნები • სფფ-ს რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა. ბომბარდირები 14 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი) (2 პენ.); 12 - ჩისკო (დინამო); 10 - დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) (1 პენ.); 8 - რევაზ გოცირიძე (ტორპედო); 6 - შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), გიორგი მანწკავა (მერანი), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), მუნინი ტაპე (მერანი), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) (1 პენ.); 5 - ალვარო (დინამო), ელგუჯა გრიგალაშვილი (მერანი), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი), გიორგი დათუნაიშვილი (ტორპედო), ირაკლი მოდებაძე (მეტალურგი), ლევან შარიქაძე (გაგრა, ზესტაფონი), კოტო (დინამო) (1 პენ.), დათა ციცხვაია (კოლხეთი) (1 პენ.); 4 - ლუკა გუგუჩია (ბაია, ზესტაფონი), გრიგოლ დოლიძე (ტორპედო), მათე ვაწაძე (დილა), თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო), დავით რაჟამაშვილი (დილა, ზესტაფონი), რევაზ ჯიქია (სპარტაკი, დილა), გიორგი მერებაშვილი (დინამო) (2 პენ.).
|