"მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა თანაგუნდელს მარიო ბალოტელის მოუწოდა, რომ სისულელეების კეთებას შეეშვას. "სიტიში” გადასვლის შემდეგ, 21 წლის იტალიელი მუდმივად სკანდალებში და გაუგებრობებში ხვდება, რაც ბუნებრივია, მის კარიერას აზარალებს. დე იონგი შავკანიან იტალიელს გენიალურ მოთამაშედ მიიჩნევს, რომელსაც ამავდროულად სისულელეების ჩადენა შეუძლია. "ზოგჯერ მარიო სულელივით იქცევა. სხვა მომენტებში ის გენიოსია – ეს მედლის ორი სხვადასხვა მხარეა. ბევრი ადამიანი ელის, რომ ის სისულელეების კეთებას თავს დაანებებს. მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი ნორმალურადაა. ეს მნიშვნელოვანია და კონცენტრაციის შენარჩუნებაში ეხმარება. თუმცა, მან იცის, რომ უფრო სერიოზული უნდა იყოს”, – განაცხადა დე იონგმა The Sun-თან ინტერვიუში.
|