შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
www.HAimee.ucoz.com 
საიტის მენიუ
მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » ”ბარსელონა” - ”მილანი”. გვარდიოლა მატჩის წინ
15:48
”ბარსელონა” - ”მილანი”. გვარდიოლა მატჩის წინ
დღეს ღამით ხოსეპ გვარდიოლა ფეხბურთელებს მოუწოდებს გაიტანონ იმაზე მეტი გოლი, რამდენსაც გაიტანს ”მილანი”. კატალონიელთა თავკაცი აღიარებს ”როსონერის” ძალას შეტევაში და იმის იმედი არ აქვს, რომ საკუთარ კარს გუნდი მშრალად შეინახავს: ”ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები და გავიტანოთ იმაზე მეტი, რამდენსაც გაიტანს ”მილანი”.

გვარდიოლა მიიჩნევს, რომ სიტუაცია მარტივია: ”გამარჯვებული გავა 1/2 ფინალში. აი ეს არის ანალიზი, ამიტომაც ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ”მილანს” როგორც მინიმუმ ერთი გოლის გატანა შეუძლია და ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ისინი ამ გოლს გაიტანენ. ჩვენ თავად უნდა ვითამაშოთ რაც შეიძლება ძლიერად შეტევაში და შევქმნათ რაც შეიძლება მეტი საგოლე მომენტი. ვფიქრობ, რომ ბურთის ფლობაში გავიმარჯვებთ, თუმცა მათ კართან ხიფათი უნდა შევქმნათ. ”მილანს” თავისუფლად შეუძლია ერთ გოლზე მეტის გატანა, ამიტომაც მათზე მეტი გოლი უნდა გავიტანოთ”.

პეპმა ასევე იტალიური კლუბის ძლიერ მხარეებზეც ისაუბრა: ”მათ შეუძლიათ შეხვედრაში უპირატესობის მოპოვება და სახიფათო მომენტების შექმნა. მათ შესანიშნავად აქვთ აწყობილი კონტრშეტევები, მათი ფეხბურთელები ძალიან სწრაფად გადადიან შეტევაში. ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისეთი მაღალია, რომ კიბის გარეშე მას ვერ მივწვდებით. თუკი ბურთი ზემოთ მიდის ნიშნავს, რომ გადაცემა შვედზე კეთდება. შევეცდებით, რომ ზლატანი ჩვენს საჯარიმოს მოვაშოროთ”.

პეპს ასევე სათამაშო ტაქტიკის შესახებაც შეეკითხნენ: ”3 მცველით თამაში ძალიან რთულია, ამ თემაზე კიდევ უნდა ვიფიქრო. ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელებზე და მათ შეგრძნებებზე. ჩავი ორი დღე დავასვენეთ, რათა სიტუაცია არ გაგვემწვავებინა. ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ხვალ (დღეს, რედ.) ის დამატებით ტესტებს ჩიატარებს და გავიგებთ, შეძლებს თუ არა თამაშს. შევეცდებით ოპტიმალური შემადგენლობის დაყენებას, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე მეტოქის კართან ხიფათის შექმნას შეეცდება. ჩვენ ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ, ვიმოძრაოთ ძალიან სწრაფად და სრულფასოვნად მოვიგერიოთ მეტოქის იერიშები - ეს ყველაზე მთავარია. ვნახოთ, როგორ გამოგვივა ყველაფერი”. პეპს ბოლოს ლეო მესის შესახებაც შეეკითხნენ: ”თქვენ ხომ იცით რა მოხდება, თუკი ვიტყვით, რომ მესი იტალიურ გუნდებს ცოტა გოლს უტანს. აი ზუსტად - ის უამრავ გოლს გაიტანს”.
კატეგორია: barselona | ნანახია: 777 | დაამატა: giorga | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
christmas song
Gilocaaaavt
  • New Year
  • ძებნა
    კალენდარი
    «  აპრილი 2012  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
          1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30
    ჩანაწერების არქივი
    მინი-ჩეთი
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 2
    სტუმარი: 2
    მომხმარებელი: 0

    Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz