საიტის მენიუ |
|
|
|
| | |
| მთავარი » barselona
« 1 2 3 4 5 6 ... 10 11 »
"ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ესპანურ სპორტულ გამოცემებს უთხრა, რომ პრიმერა დივიზიონში მადრიდის "რეალის” გაჩემპიონებას უკვე შეგუებულია. მტკიცებულებად კი სატურნირო ცხრილი მოიტანა. "ლიდერი ისე გაიჭრა წინ, მისი დაწევა წარმოუდგენლად ძნელია. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ "რეალი” ქულებს დაკარგავს, მაგრამ ვფიქრობ, ამხელა უპირატესობას არ დათმობს და ჩემპიონიც გახდება”, – განაცხადა ბარტომეუმ.
|
"რამონ სანჩეს პისხუანზე გასამართი მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და სევილია შეხვდნენ, კატალონიელები სწორედ ასეთი მაისურებით გამოვიდნენ მოედანზე.მაისურს აწერია "აბი, შენ კვლავ მოიგებ".
შეგახსენებთ, რომ აბიდალს კვლავ დასჭირდა ოპერაცია. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს იმ საშინელი დაავადებისგან გამოწვეული, რომელიც მან თითქოს გადაიტანა. საწყენია, რომ ალბათ ერიკი ვეღარ შეძლებს გუნდის დახმარებას, რადგან დაავადება კვლავ გამეორდა.
|
”ბარსელონამ” პრიმერას 28-ე ტურის შეხვედრაში, ”სანჩეს პისხუანზე” 2:0
დაამარცხა ”სევილია”. კატალონიელთაგან თავი ჩავი ერნანდესმა და ლეო მესიმ
გამოიჩინა.daweret komentarebshi am matchis sauketeseo fexburteli.
კატეგორია:
barselona
|
ნანახია:
661
|
დაამატა:
giorga
|
თარიღი:
18.03.2012
|
|
კატეგორია:
barselona
|
ნანახია:
634
|
დაამატა:
giorga
|
თარიღი:
18.03.2012
|
|
კატეგორია:
barselona
|
ნანახია:
839
|
დაამატა:
giorga
|
თარიღი:
16.03.2012
|
|
ბევრი საუბრობს, რომ ღვიძლის გადანერგვის შემდეგ ერიკ აბიდალის საფეხბურთო კარიერა დასრულდება. ფეხბურთელის ექიმი, ჟან-დანიელ ჩიჩე კი ამბობს, რომ ერიკი კვლავ ითამაშებს ”ბარსელონას” მაისურით. ”აბიდალი მზადაა ბრძოლისთვის. მისი მიზანი ფეხბურთის თამაშის გაგრძელებაა” - განაცხადა ექიმმა. ერიკ აბიდალი, რომელსაც 1 წლის წინ ღვიძლზე სიმსივნე მოაშორეს უახლოეს დღეებში კვლავ საოპერაციოა. მოვლენების ასეთ განვითარებას ექიმები შარშანაც არ გამორიცხავდნენ. ექიმს შეეკითხნენ, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელებას. ”თუკი ამ ტურნირის შესახებ ვილაპარაკებთ, მაშინ შანსები მინიმალურია. ახლა ყველაზე მთავარი ერიკის ჯამრთელობაა”. დაბრუნების დრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ აბიდალს საავადმყოფოში 20 დღით მოუწევს დარჩენა. ნორმალურ აქტიურ ცხოვრებას კი ფრანგი ფეხბურთელი დაახლოებით 3 თვეში დაუბრუნდება.
კატეგორია:
barselona
|
ნანახია:
693
|
დაამატა:
giorga
|
თარიღი:
16.03.2012
|
|
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან საუკეთესოებად "მანჩესტერ სიტის" სერხიო აგუერო, "მანჩესტერ იუნაიტედის" უეინ რუნი და "არსენალელი" რობინ ვან პერსი მიაჩნია. "ინგლისის პრემიერ ლიგაში რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგალითად კუნ აგუერო, რომელიც ჩემი მეგობარია. ძალიან მომწონს მისი თამაშის სტილი. ასევე ძალიან კარგები არიან უეინ რუნი და რობინ ვან პერსი - ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან." - ციტირებს ლიონელ მესის სიტყვებს ინგლისური პრესა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უეინ რუნიმ ლიონელ მესის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
კატეგორია:
barselona
|
ნანახია:
680
|
დაამატა:
giorga
|
თარიღი:
16.03.2012
|
|
კატალონიის "ბარსელონას" მცველი ერიკ აბიდალი, რომელსაც უახლოეს მომავალში გაუკეთდება ოპერაცია ღვიძლზე, გამოტოვებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში უნდა გაიმართოს, იტყობინება RMC. როგორც ზემოთ ხსენებული გამოცემა იტყობინება, "ბლაუგრანას" ექიმებმა უკვე ოფიციალურად მიმართეს საფრანგეთის ნაკრების მესვეურებს, რომ ერიკის ოპერაცია გარდაუვალია და მას შანსი არ აქვს თავის ქვეყანას გაუწიოს დახმარება ევრო 2012–ზე. ...ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებას ვინ ჩივის! კითხვის ნიშნის ქვეშ იმყოფება აბიდალის საფეხბურთო კარიერა. მას უკვე დიდი ხანია აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სპორტის მიმართ უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, დიდი შანსია "მეფის" კარიერა დროზე ადრე დასრულდეს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ოპერაციას და ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და აბიდალი მოახერხებს ევ
...
კითხვის გაგრძელება »
კატეგორია:
barselona
|
ნანახია:
620
|
დაამატა:
giorga
|
თარიღი:
16.03.2012
|
|
"ბარსელონას” 32 წლის მცველს ერიკ აბიდალს უახლოეს მომავალში ღვიძლს გადაუნერგავენ. ამის შესახებ "ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. კატალონიელთა სამედიცინო შტაბი მსგავს ვარიანტს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განიხილავდა, მაგრამ მაშინ ამის აუცილებლობა არ იყო. ახლა კი, აბიდალის ავადმყოფობა პროგრესირებს და ამიტომ გადანერგვა აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ აბიდალს შარშან ღვიძლზე სიმსივნე აღმოაჩნდა და მის მოსაცილებლად ოპერაცია გაიკეთა.
|
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მან გუშინ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოაწერა ხელი.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც გუარდიოლას აგენტიც ესწრებოდა, პეპმა განაცხადა, რომ ეს იყო "უბრალო შეხვედრა - ისეთივე, როგორიც ადრე მომხდარა."
"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კლუბი არ აჩქარებს გუარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.
| |
| |
| | |
|
christmas song |
|
|
Gilocaaaavt |
|
|
New Year |
|
|
ძებნა |
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
საიტის მეგობრები |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|