კატალონიის "ბარსელონა” "მანჩესტერ სიტის” მცველის, ალექსანდრ კოლაროვის შეძენით დაინტერესდა. Tuttomercato-ს ცნობით, ესპანელები 26 წლის სერბის დამატებას ზაფხულში ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ "ბარსას” დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება დიდი ხანია სურს. "ბლაუგრანას” ხელმძღვანელები კოლაროვში 15 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. შეგახსენებთ, რომ სერბი "სიტიში” 2010 წლის ზაფხულში, რომის "ლაციოდან” გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, მარცხენაფლანგელმა 10 მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს გოლითაც დაეხმარა.
ეს მხოლოდ პირველი სამი "ოქროს ბურთია" მესისთვის. მთელი მსოფლიო ამტკიცებს ერთსა და იმავეს: ლეო მესი გახდება უფრო მეტი "ოქროს ბურთების" მფლობელი და გაუსწრებს ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს, როგორებიც არიან კრუიფი, პლატინი და ვან ბასტენი. გთავაზობთ გასართობ მოგზაურობას, დაწყებული ფეხბურთელის სახლიდან, დამთავრებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურბურთელობისთვის მიღებული ჯილდოებით.
24 წლის ასაკში ლეო მესიმ ზედიზედ სამჯერ მოგო "ოქროს ბურთი". ის იმყოფება მწვერვალის თავზე - იქ, სადაც არიან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები. მთელი მსოფლიო სვამს შეკითხვას: რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო? პასუხი ცალსახად მარტივია: ლეოს ამბიციურობამ არ იცის საზღვრები და იგი მზადაა ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.
რამდენი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდება ლიონელ მესი? მის შესაძლებლობებს საზღვრები აქვს? გახდება ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? რამდენ ტიტულს მ
... კითხვის გაგრძელება »
დღეს, 13 მარტს, ჯერარდ დეულოფეუს დაბადების დღეა. როგორც მოგეხსენებათ, იგი არის ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონას" მეორე გუნდში, დუბლებში გამოდის და პირველ გუნდში უკვე დებიუტიც კი ჰქონდა. ჯერარდს დღეს 18 წელი შეუსრულდა. Barcamania.ge–ს სახელით, ვულოცავ მას ამ შესანიშნავ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს როგორც სპორტში, ასევე პირად ცხოვრებაში.
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი, ძალიან გააბრაზა იმ ინფორმაციამ, რომელმაც მადრიდულმა ტელეარხმა გაავრცელა. სატელევიზიო არხმა "ტელემადრიდმა" ხალხში ისეთი ჭორი ააგორა, ვითომ ხოსეპ გვარდიოლასა და ჯერარდ პიკეს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად დაძაბულია ურთიერთობა და მცველის ადგილი პეპის სქემაში აღარ გამოინახება.
"ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ნამდვილი ტყუილი და ცილისწამება. უბრალოდ სირცხვილია ასეთი ცნობილი ტელევიზია ასეთ რამეებს რომ ავრცელებს. მე რომ მადრიდში ვცხოვრობდე და იქ ვიხდიდე გადასახადებს, ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნამდვილად დავფიქრდებოდი ამ საკითხის შესახებ." –ციტირებს როსელი სიტყვებს მადრიდული გამოცემა "ას–ი".
სანდრომ "ტელემადრიდს" ცნობილი ტელევიზია უწოდა და უნდა მოგახსენოთ, რომ ეს არხი 1989 წლის 2 მაისიდან არსებობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს (სულ თუ ასეთ ჭორებს
... კითხვის გაგრძელება »
გუშინ საღამოს კარლეს პუიოლმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ეს სურათი, სადაც ჩანს, რომ ლიონელ მესი ბრწყინვალე ნახტომში იღებს დარტყმულს. სასწაულმოქმედ არგენტინელს თურმე ესაც შესძლებია. განა არსებობს ისეთი რამ, რასაც ლეო ვერ აკეთებს? რაც შეეხება პინტოს, მან დროა აიკრას გუდა–ნაბადი, რადგან ძალზედ ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა; ვალდესი კი სწორედ პინტოსთვის სათადარიგოთა სკამზე განკუთვნილ ადგილს არ გააციებს და უმალ დაჯდება :)
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, კომენტარი გააკეთა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის მატჩის შემდეგ, სადაც მისი გუნდი სანტანდერის "რასინგს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორმა ასევე ისაუბრა მადრიდის "რეალის" 10 ქულიან უპირატესობაზე და თქვა, რომ "ბარსას" ძალუძს ამ ჰანდიკაპის აღმოფხვრა.
"ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ. "ბარსა" მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა ბურთს, რაც ასეთ მდგომარეობაში მყოფ მინდორზე ცოტა არ იყოს და რთულია. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ამ 3 ქულით "რეალთან" სხვაობა შევინარჩუნეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ უფრო დავეწევით მადრიდელებს. თითოეული ჩვენთაგანი ახლა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რაც ძალიან კარგია, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის." –განაცხადა ინიესტამ.
დღეს ანდრეს ინიესტამ ხელი მოაწერა და კლუბის მუზეუმს გადასცა ის ბუცები, რომელიც მას სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა.
მას შემდეგ, რაც მიიღო "ბარსას" მოთამაშის ჯილდო, ანდრეს ინიესტამ ხელი მოაწერა იმ ბუცებს, რომელიც მას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა. ბუცები "ბარსას" მუზეუმში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეინახება.
ავტოგრაფი და შეწირულობა
დღეს ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელსაც თან ახლდა თავისი მამა და "ბარსას" მუზეუმის დირექტორი, ხორდი პენა, ხელი მოაწერა და გადასცა კლუბის მუზეუმს ცნობილი ბუცები. პატარა ცერემონია შეუმჩნეველი არ დარჩენილა კლუბის მუზეუმის დამთვალიერებელთათვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის ბუცებია, რომლითაც ანდრესმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2010 წლის 11 ივლისს, ჰოლანდიის ნაკრების
... კითხვის გაგრძელება »