Canchallena.com-ი ესპანურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონა” ზაფხულში შესაძენ ფეხბურთელებს არგენტინაში ეძებს. უპირველესად, "ბლაუგრანას” ხელმძღვანელობას ერიკ აბიდალის შემცვლელის პოვნა სურს. "ბარსას” ერთ-ერთი სამიზნე "ბანფილდის” მარცხენაფლანგელი – 19 წლის ნიკოლას ტალიაფიკოა. ახალგაზრდა არგენტინელს, ეროვნული ნაკრების გარდა, ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია და როგორც სამხრეთამერიკულ პრესაში ვარაუდობენ, შორს არაა ის დრო, როცა ტალიაფიკო ეროვნულ ნაკრებშიც იასპარეზებს. მარცხენა მცველის გარდა, კატალონიელებს "ლანუსის” ფეხბურთელების – ესტებან ანდრადუსა და სილვიო რომეროს გადაბირებაც სურთ. პირველი მათგანი მეკარეა, მეორე – თავდამსხმელი.
|