25–წლის შემტევზე უდიდეს იმედებს ამყარებენ კალჩოში. ბევრს მიაჩნია, რომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ჯოვინკო იქნება "სკუადრა აძურას" მთავარი იმედი, სებასტიანში აგრეთვე დელ პიეროს მემკვიდრეს ხედავენ და ტურინში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.
კატალონიელთა დაინტერესებამ კი კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი და ინტრიგა გააჩინა ნიჭიერი შემტევის მომავლის ირგვლივ.
ყველაფერზე კომენტარი დ'ამიკომ გააკეთა, რომელიც აგრეთვე არ არის დარწმუნებული თავისი აგენტის სამომავლო გეგმებში:
"ბარსასნაირი კლუბისგან დაინტერესება ცხადია ყოველთვის სასიამოვნოა. ჯოვინკო სწრაფი და ტექნიკური ფებხურთელია, იგი კარგად მოერგებოდა ბლაუგრანას სათამაშო სტილს. ვიცი, რომ იგივე აზრზე არიან თავად კატალონიელებიც, რადგანაც ასე უბრალოდ მათ ყურადღებას არავინ იპყრობს."
"ბარსას გარდა ჯოვინკოს დაყოლიებას იუვენტუსიც ცდილობს, რომელიც მიხვდა თუ რა დიდი ტალანტი არ დააფასა. ახლა ტურინელები შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ, რამდენად გამოუვათ ეს ძნელი სათქმელია."
"თავად ჯოვინკო ჯერჯერობით არაფერზე აკეთებს კომენტარს, რადგანაც ახლა იგი მხოლოდ პარმასა და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს. დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯრის გახსნას და ვნახავთ რაც მოხდება.