"მანჩესტერ სიტის” იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ავტოავარიაში მოჰყვა. 21 წლის ფეხბურთელი თავისი სპეცგამოშვება "აუდით” "ოპელს” დაეჯახა. როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, შეჯახება საკმაოდ ძლიერი აღმოჩდა და ორივე მანქანა დაზიანებულია, თუმცა არც ბალოტელის და არც "ოპელის” მძღოლს არაფერი დაშავებიათ. შეგახსენებთ, რომ "სიტის” იტალიელი ფორვარდისათვის ეს პირველი ავარია არაა - 2010 წელს ბალოტელი ავარიაში საკუთარი "ბენტლით” მოჰყვა. თუმცა მაშინაც გადაურჩა ფიზიკურ დაზიანებას და მხოლოდ ჯარიმის გადახდა და დაზარალებულისათვის ახალი მანქანის ყიდვა მოუწია.