მთავარი » 2012»აპრილი»4 » “ანჟი” ლავესის კონტრაქტის გამოსასყიდად მზად არის
14:59
“ანჟი” ლავესის კონტრაქტის გამოსასყიდად მზად არის
მახაჩყალის "ანჟის” ურუგვაელი ფორვარდის ესეკიელ ლავესის შეძენა უნდა, რომელიც იტალიური "ნაპოლის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მახაჩყალელები მზად არიან, ნეაპოლელებისგან ფეხბურთელის კონტრაქტი გამოისყიდონ და იტალიურ მხარეს მასში მითითებული თანხა 31 მილიონი ევრო გადაუხადონ. "ანჟი” მზადაა, ლავესის ხელფასის სახით წელიწადში 6 მილიონო ევრო მისცეს. 26 წლის არგენტინელი "ნაპოლიში” 2007 წელს "სან ლორენსოდან” გადავიდა და 178 მატჩში 47 გოლი გაიტანა. ამასთანავე, საკუთარ ანგარიშზე 45 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.