ტიერი ანრიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა "ნიუ იორკ რედ ბულზისა" და "მონრეალ იმპაქტის" (ამერიკის ლიგაში მოთამაშე კანადური კლუბი) მატჩში, რომელიც 5:2 დასრულდა. ფრანგმა ვარსკვლავმა 28-ე, 57-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა, პლუს, ერთი საგოლე პასიც მიითვალა. ეს ამერიკული MLS-ის მე-4 ტურში მოხდა. ანრის უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიას ლიდერობს. როგორც იცით, ნიუ იორკის გუნდში 20 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩირგაძე ირიცხება, თუმცა, მონრეალელებთან 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. "რედ ბულზს" 4 მატჩში 2 მოგება და 2 წაგება აქვს.